თქვენი გზამკვლევი ტექნიკის სამყაროში
ტელ: (341) 253434;  (322) 197997



მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ :

შპს ატომ ელექტრონიქსი ბრენდით „ატომი“ დაფუძნდა  2012 წელს,  საინფორმაციიო ტექნოლოგიების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე  ენთუზიასტების მიერ და ფუნქციონირება დაიწყო როგორც ფართო პროფილიანმა ორგანიზაციამ IT პროდუქციისა და მომსახურების სფეროში. მძაფრი კონკურენციის მიუხედავად დაარსებიდან მალევე ჩვენ საშუალება მოგვეცა  წარმატებით განგვეხორციელებინა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი


დღესდღეობით კომპანიის სტრუქტურა წარმოდგენილია შემდეგნაირად :



საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

კომპიუტერული და სერვერული ტექნიკა, უსაფრთხოების სისტემები, IT სერვისები, უკაბელო კავშირის ქსელური ტექნოლოგიები და პროდუქტები, მონაცემთა ბაზები, ინდუსტრიული საწარმოო ქსელები, ვენდინგი, აუთსორსინგი.

პარტნიორი ბრენდები: Intel, Lenovo, DELL , A-Touch Technology, D-link, EnGenius Networks, Kaspersky Labs, VMware, Microsoft, Seagate, Western Digital, HikVision, HTC, ASUStek, Netac, MOXA, BenQ


ხედვა და ღირებულებები:

ყოველი შემადგენელი დეტალი მნიშვნელოვანია ! 

ჩვენ გვწამს ! ყოველი კითხვა თუ მოთხოვნა, რომელიც მომხმარებლის მხრიდან მოდის  უნდა ინქას მაქსიმალურად  დეტალურად და ყველა ასპექტში განხილული!  

ვინაიდან განსაკუთრებით გვიყვარს ის რასაც ვაკეთებთ - კატეგორიულად არ ვხელმძღვანელობთ დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული მარკეტინგული ხრიკებით. ჩვენი შემოთავაზებები  ყოველმხრივ  გამჭირვალე და ინფორმატიულია.

ინოვაციები:

ჩვენს გვწამს შეუქცევადი განვითარების! ვეძებთ და მივესალმებით ყოველ ნათელ იდეას, არსებობა მუდმივი სწავლის პროცესია! ყოველ საინტერესო ტექნოლოგიურ სიახლეს ენთუზიაზმით ვნერგავთ  ცხოვრებაში. ეს გვხდის უკეთესებს  და გვიქმნის პოზიტიურ განწყობას.

სრულყოფისკენ  სწრავფა:

როგორც პროდუქციაში ასევე სერვისებში მუდმივად ვცდილობთ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები და ოპტიმალური ღირებულება. სწორედ  ამიტომ ვთანამშრომლობთ მხოლოდ გამოცდილ, ხარისხზე ორიენტირებულ და მსოფლიოში აღიარებულ საკუთარი სფეროს ლიდერ მწარმოებლებთან!

შედეგზე  ორიენტირება: 

ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი პროდუქტი/მომსახურება უნდა იყოს კონკრეტული სარგებლისა და შედეგების მომტანი დამკვეთისთვის. ყოველ გამოწვევაზე რომელსაც ხელს ვკიდებთ მთლიანად ვიღებთ პასუხისმგებლობას და მივდივართ წინასწარ დაგეგმილ რეზულტატამდე.

კონფიდენციალურობა :

ნებისმიერი სამსახურებრივი თუ სხვა ტიპის  ინფორმაცია რომელიც ჩვენთან შეიძლება აღმოჩნდეს თანამშრომლობის პროცესში - ხელშეუხებელია !

ნდობა და ურთიერთ პატივისცემა:

როგორც არსებულ ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთბაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ  მოცემულ  ღირებულებებს