24 ივნისი, 2026
IP კამერების ქსელური უსაფრთხოება — რა არ უნდა გამოტოვოთ
ბევრი IP კამერა მიწოდებისას შემოდის ნაგულისხმევი (default) პაროლით — ეს პირველია რაც უნდა შეიცვალოს ინსტალაციისას.
კამერების ქსელი უმჯობესია გამოცალკელდეს ცალკე VLAN-ში, ისე რომ კომპრომეტირებული მოწყობილობა ვერ მიაღწევდეს საოფისე ან საბუღალტრო ქსელს.
მუდმივი firmware განახლებები და პორტების კონტროლი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი ფიზიკური მონტაჟი.
ჩვენ ვთავაზობთ სისტემის აუდიტს არსებულ ინსტალაციებზეც — ხშირად საკმარისია რამდენიმე კონფიგურაციული ცვლილება რისკის მნიშვნელოვნად შესამცირებლად.
